ილიაუნის მკვლევრები SOVA-S თანამგზავრულ მისიაში ჩაერთვნენ

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ახალი თანამგზავრული მისია – SOVA-S დაამტკიცა, რომლის სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფში შვიდი ქვეყნის ცხრა მეცნიერთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასოცირებული პროფესორი გოდერძი დიდებულიძე Goderdzi Didebulidze შეირჩა. იგი ჯგუფში ატმოსფეროს ნათებისა და იონოსფეროს ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს. SOVA-S არის European Space Agency-ის Scout პროგრამის ფარგლებში 2025 წლიდან მიმდინარე დედამიწის დაკვირვებების მეხუთე […]
ასტრონომიის პოპულარიზაცია სკოლებში

ასტრონომიისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული FR-22-7506 გრანტის სამუშაოების პოპულარიზაციის მიზნით, 2026 წლის 27 თებერვალს, 6 და 24 მარტს, რუსთავის საჯარო სკოლებში გაიმართა საგანმანათლებლო ლექციების ციკლი. ლექციები ჩატარდა რუსთავის დიმიტრი უზნაძის სახელობის №9 საჯარო სკოლაში, რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 საჯარო სკოლასა და რუსთავის №7 საჯარო სკოლაში. ღონისძიებები მომზადდა ილიას სახელმწიფო […]
ლექცია “რას გვეუბნებიან დიდმასშტაბოვანი მაგნიტური ველები სამყაროს ევოლუციის შესახებ?”
შემდეგი შეხვედრა პოპულარულ ლექციათა ციკლის ფარგლებში “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” გაიმართება შაბათს, 21 მარტს, ილიაუნის T102 დარბაზში. 14:00 – 15:00 საათებში, მოხსენებას “რას გვეუბნებიან დიდმასშტაბოვანი მაგნიტური ველები სამყაროს ევოლუციის შესახებ?” წაიკითხავს ილიაუნისა და ბოლონიის უნის მკვლევარი (Postdoctoral fellow) სალომე მჭედლიძე მოკლე მიმოხილვა: ჩვენი სამყაროს შემეცნება იწყება ‘პატარა’ მასშტაბებიდან: ვაკვირდებით ჩვენს უახლოეს ვარსკვლავს […]
ლექცია “დე ბროილის ტალღები და განუზღვრელობის თანაფარდობა”

ვაგრძელებთ პოპულარულ ლექციათა ციკლს “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში”. შემდეგი მოხსენება გაიმართება შაბათს, 17 იანვარს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში. თემა “დე ბროილის ტალღები და განუზღვრელობის თანაფარდობა”. მომხსენებელი მიხეილ მაზიაშვილი. მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMAS) ფარგლებში ვიზიტი კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 22-26 სექტემბერს ასოც. პროფესორები გიორგი დალაქიშვილი და მაია თოდუა ატმოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMAS) ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში მათ წაიკითხეს ლექციები მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო სემინარში, ჰქონდათ დისკუსია პროფესორებსა და მკვლევრებთან, ეწვივნენ უნივერსიტეტის ფიზიკური მეტეოროლოგიის ლაბორატორიასა და პიუ დე დომის ობსერვატორიას. ვიზიტი ჩატარდა ერაზმუს+ პროგრამის ხელშეწყობით.
დოქტორ ალბერტო როპერ პოლის საჯარო მოხსენება სამყაროს საწყისი მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები კვლევების მიმოხილვა
18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში კოსმოსური კვლევების ცენტრის სემინარის ფარგლებში ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ალბერტო როპერ პოლი წაიკითხავს მოხსენებას სამყაროს საწყისი მაგნიტური ველებისა და გრავიტაციული ტალღების მრავალმხრივი კვლევების შესახებ. დოქტორი ალბერტო როპერ პოლი არის შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ჯგუფის ხელმძღვანელია. მჭიდროდ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან გრავიტაციულ […]
ლექცია – ადრეული სამყაროს აღქმა გრავიტაციული ტალღებით

მომდევნო შეხვედრა პოპულარულ ლექციათა ციკლის ფარგლებში “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” გაიმართება შაბათს, 13 დეკემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში. ლექციას: “ადრეული სამყაროს აღქმა გრავიტაციული ტალღებით” წაიკითხავს პროფ. თინათინ კახნიაშვილი. მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge
პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილის კვლევის პრეზენტაცია მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის შესახებ

11 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი გამართავს მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის პრეზენტაციას. თეორიის ავტორი თავად არის ამერიკელ კოლეგებთან ერთად. პროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა მზის წიაღში აღმოაჩინა ახალი ტიპის ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთქმედებით. კვლევის მიხედვით, სწორედ ეს ტალღები ხსნის როგორც მზის აქტიურობის 11-წლიან ციკლს, ასევე […]
პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილის სტატია მზის აქტიურობის ციკლების ახსნის შესახებ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მაღალრეიტინგულ ევროპულ ჟურნალში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად მზის წიაღში აღმოაჩინა ახალი ტიპის ტალღები, რომლებიც კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება. ამ ტალღებით იხსნება მზის აქტიურობის ციკლები, რაც მზის ფიზიკაში სამეცნიერო გარღვევას წარმოადგენს. მზე დიდ გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და ჩვენი ცივილიზაციის სამეცნიერო-ტექნიკურ განვითარებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანთება და კორონული მასის ამოფრქვევები, რომლებიც მზის ატმოსფეროში […]
ლექცია “ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება”

მომდევნო შეხვედრა პოპულარულ ლექციათა ციკლის ფარგლებში “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” გაიმართება შაბათს, 29 ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში. ლექციებს: “ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება” და “ატომის კვანტური სურათი” წაიკითხავს მიხეილ მაზიაშვილი. მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge
