ლექცია “მზე-დედამიწა კავშირები და კოსმოსური ამინდი”

მომდევნო შეხვედრა პოპულარულ ლექციათა ციკლის ფარგლებში “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” გაიმართება შაბათს, 22 ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში. ლექციას: “მზე-დედამიწა კავშირები და კოსმოსური ამინდი” წაიკითხავს პროფ. მაია თოდუა. მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge
შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” – პოპლარულ ლექციათა ციკლი

შაბათს, 15 ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში ჩატარდება ლექციები: “ბუნების ძალები: გრავიტაცია” და “ბნელი მატერია ჩვენს ირგვლივ”. ლექციებს წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი მიხეილ მაზიაშვილი. მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge ლექციები ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით […]
შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” – პოპლარულ ლექციათა ციკლი
შაბათს, 1-ელ ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში ჩატარდება ლექცია თემებზე: “სიცოცხლის წარმოშობა და განვითარება დედამიწაზე” და “სიცოცხლე სხვა პლანეტებზე”. მომხსენებელი – ნიკა ჩახუნაშვილი. მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge 8 ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში ჩატარდება ლექცია თემაზე “ურთიერთქმედების ძალები და […]
სემინარი “მზის კორონის მაგნიტოჰიდროდინამიკური სეისმოლოგია“

2025 წლის 22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიმართება სამეცნიერო სემინარი თემაზე: „მზის კორონის მაგნიტოჰიდროდინამიკური სეისმოლოგია“. მომხსენებელი: დიდი ბრიტანეთის ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი ნაკარიაკოვი. ილუსტრაცია: Nakariakov et al., Reviews of Modern Physics, 8, 19 (2024). დამატებითი ინფორმაცია სემინარის შესახებ იხილეთ ბმულზე.
პოპულარული პოდკასტები ასტრონომიის შესახებ

ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-22-7506 გრანტის ფარგლებში, გრანტის კოორდინატორმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა და თანამშრომელმა, გიორგი რამიშივლმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო პოპულარულ თემებთან დაკავშირებულ პირველი რადიოს გადაცემაში პიკის საათი და ა.შ. ცნობიერების გზამკვლევი
ასტონომიის პოპულარიზაციის ლექციები სკოლებში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-22-7506 გრანტის ფარგლებში, კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა სკოლებში ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული ლექციების სერია. მონაწილე სკოლები: ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, რუსთავის მე-9 და მე-16 საჯარო სკოლები.
„გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“-პროფესორი თინათინ კახნიაშვილის მოხსენება

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „გრავიტაციულ ტალღებში დანახული ადრეული სამყარო“. თემის მოკლე მიმოხილვა გრავიტაციული ტალღები საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ ადრეული სამყაროს ისეთ მაღალ ენერგიებზე, რომელთა მიღწევა დედამიწის პირობებში შეუძლებელია (რამდენიმე თანრიგით აღემატება დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე CERN მიღწეულ ენერგიებს), დროის იმ პერიოდში, როდესაც სამყაროს შესწავლა შეუძლებელია ელექტრომაგნიტური […]
დოქტორანტმა მარიამ ალბექიონმა სადისერტაციო ნაშრომი “GLOBAL-SCALE ROSSBY WAVES ON STARS” წარმატებით დაიცვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა მარიამ ალბექიონმა წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი “Global-Scale Rossby Waves on Stars” (მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე). სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კუხიანიძე, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურენტ გიზონი
ასტროსემინარი -მზის მაგნიტური ციკლი

2024 წლის 3 მაისი,პარასკევს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში, მეცნიერი მაუსუმი დიკპატი წაიკითხავს მოხსენებას „მზის მაგნიტური ციკლი“ (The Sun’s magnetic activity cycle–Mausumi Dikpati). მზის მაგნიტური აქტიურობის ცვალებადობა ხდება სხვადასხვა დროითი პერიოდებით. ყველაზე გამოკვეთილია 11-წლიანი ციკლი მზის ლაქების რიცხვის პერიოდული ცვლილებით. ასევე ციკლისთვის დამახასიათებელია ლაქების ეკვატორისკენ დრეიფი […]
პოპულარული პოდკასტები ასტრონომიის შესახებ

ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-22-7506 გრანტის ფარგლებში, გრანტის კოორდინატორმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა და თანამშრომელმა , გიორგი რამიშივლმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო პოპულარულ თემებთან დაკავშირებულ პოდკასტებში.https://youtu.be/D9GtC6mDMwc?si=m8vFNU_5PXEhDBCihttps://youtu.be/J2myS5umBmw?si=JxOMyGnfG55KEeAJ
