კოსმოსური კვლევების ცენტრი


კოსმოსური კვლევების ცენტრი

შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” – პოპლარულ ლექციათა ციკლი

შაბათს, 1-ელ ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში ჩატარდება ლექცია თემებზე: “სიცოცხლის წარმოშობა და განვითარება დედამიწაზე” და “სიცოცხლე სხვა პლანეტებზე”. მომხსენებელი – ნიკა ჩახუნაშვილი.

მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge

8 ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში ჩატარდება ლექცია თემაზე “ურთიერთქმედების ძალები და მათი გამოვლინებები”, რომელსაც  წაიკითხავს პროფ. ზურაბ თავართქილაძე. მოხსენებაში განხილული იქნება დღეისათვის ცნობილი ურთიერთქმედების ტიპები, რომლებიც ხშირად „ძალებად“ მოიხსენიებიან. მოყვანილი იქნება მათი გამოვლინებები, შესწავლის საშუალებები და გამოყენებები. ასევე, აღნიშნულ იქნება ის მხარეები, რომლებიც ჯერ ისევ ამოუხსნელია და თანამედროვე კვლევის საგანს წარმოადგენენ.

მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს: mzia_barateli@iliauni.edu.ge

ლექციები ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით SPG-25-456 პროექტის ფარგლებში.