ასტრონომიისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული FR-22-7506 გრანტის სამუშაოების პოპულარიზაციის მიზნით, 2026 წლის 27 თებერვალს, 6 და 24 მარტს, რუსთავის საჯარო სკოლებში გაიმართა საგანმანათლებლო ლექციების ციკლი.
ლექციები ჩატარდა რუსთავის დიმიტრი უზნაძის სახელობის №9 საჯარო სკოლაში, რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 საჯარო სკოლასა და რუსთავის №7 საჯარო სკოლაში.
ღონისძიებები მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და განხორციელდა გრანტის ძირითადი პერსონალის — ილიას უნივერსიტეტის ასტრონომია-ასტროფიზიკის ცენტრის თანამშრომლების — მონაწილეობით.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს მიეწოდათ საინტერესო ინფორმაცია ასტრონომიისა და თანამედროვე ასტროფიზიკის მიმართულებების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში კოსმოსის კვლევისადმი ინტერესის გაღრმავებას.
გრანტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე მიღებული იქნა მონაწილეობა პოდკასტში — „ჯაფარას პოდკასტი #73“, სადაც განხილული იყო ასტრონომიასთან, კოსმოსის კვლევასა და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
🎙️ პოდკასტის ნახვა შესაძლებელია აქ:
ჯაფარას პოდკასტი #73






