ასტონომიის პოპულარიზაციის ლექციები სკოლებში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-22-7506 გრანტის ფარგლებში, კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა სკოლებში ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული ლექციების სერია. მონაწილე სკოლები: ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, ვალდორფის თავისუფალი სკოლა, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, მწვანე სკოლა დიღომში, წყალტუბოს გიმნაზია და ყუმისთავის საჯარო სკოლა, ყვარლის რაიონის ახალსოფლის მე-2 საჯარო სკოლა […]
საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“

20-21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართება საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“. დედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/), რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ. ფორუმზე საქართველოს წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებს, მათ გავლენას ადამიანსა და გარემოზე, იმსჯელებენ ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა […]
ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ ᲣᲤᲠᲝᲡᲙᲚᲐᲡᲔᲚᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ „ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲣᲠᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 20-21 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართავს საგანმანათლებლო ფორუმს „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ და აცხადებს კონკურსს უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის. დედამიწის დღე, რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, https://www.earthday.org/earth-day-2024/, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ. კონკურსის მიზანია კლიმატის ცვლილების მიზეზებისა და შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შერჩეული მონაწილეები […]
სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ – პროფესორ რამონ ოლივერის ონლაინმოხსენება

8 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში პროფესორი რამონ ოლივერი წაიკითხავს მოხსენებას „სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ (From thermal instability to coronal rain – Ramon Oliver). მომხსენებელი ისაუბრებს კორონული წვიმის მოვლენაზე, რომელიც მზის ცხელ კორონაში ცივი ნივთიერების უცაბედი წარმონაქმნია, მიმოიხილავს უსასრულო და ერთგვაროვან გარემოში ტალღების გავრცელების მათემატიკურ […]
ონლაინ სემინარები ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო ონლაინ სემინარების ციკლი ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში. სემინარები განკუთვნილია სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის და მათი მიზანია ასტრონომიის და ასტროფიზიკის დონის ამაღლება და პოპულარიზაცია. სემინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მოხსენებებს წაიკითხავენ მხოლოდ უცხოელი მეცნიერები. პირველი სემინარი ჩატარდა 2024 წლის 2 თებერვალს. კანარიის კუნძულების […]
პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია

14 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „კოსმოსურ შუქურებად ქცეული ვარსკვლავები, გრავიტაციული ტალღები და სამყარო ჩვენს ირგვლივ“. თემის მოკლე მიმოხილვა არსებობს ვარსკვლავები, რომლებიც ნელა ქრებიან, არიან ისეთებიც, აფეთქებით რომ ასრულებენ თავიანთ გზას და სწრაფად მბრუნავ პულსარებად გადაიქცევიან. პულსარების შესწავლა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი მოწინავე თემაა, თუმცა თვისებების გამო […]
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმი „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“

12 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“ პრემიერა. დოკუმენტური ფილმი გადაღებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოში მიმდინარე მზის კვლევებს, ქართველი ასტორიფიზიკოსების აღმოჩენებსა და მიღწევებს. ფილმის ავტორია ნინო ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით.
პროფესორი თინათინ კახნიაშვილის მოხსენება ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა ადრეულ სამყაროში”.

7 ივლისს, 17:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თინათინ კახნიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა ადრეულ სამყაროში”. 28 ივნისს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (NANOGrav) მიერ პირველად დაფიქსირდა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები. ეს არის ისტორიული აღმოჩენა, რომელიც 15-წლიანი ძიების შედეგია. NANOGrav-ში გაერთიანებულია სამი რადიოობსერვატორია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა […]
