კოსმოსური კვლევების ცენტრი


კოსმოსური კვლევების ცენტრი

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMAS) ფარგლებში ვიზიტი კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 22-26 სექტემბერს ასოც. პროფესორები გიორგი დალაქიშვილი და მაია თოდუა ატმოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMAS) ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში  მათ წაიკითხეს ლექციები მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო სემინარში, ჰქონდათ დისკუსია პროფესორებსა და მკვლევრებთან, ეწვივნენ უნივერსიტეტის ფიზიკური მეტეოროლოგიის ლაბორატორიასა და პიუ დე დომის ობსერვატორიას.

ვიზიტი ჩატარდა  ერაზმუს+ პროგრამის ხელშეწყობით.