შაბათს, 15 ნოემბერს, G106 დარბაზში, 14:00 – 16:00 საათებში ჩატარდება ლექციები: “ბუნების ძალები: გრავიტაცია” და “ბნელი მატერია ჩვენს ირგვლივ”. ლექციებს წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი მიხეილ მაზიაშვილი.
მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას ვერ შეძლებს, გათვალისწინებულია Zoom-ბმული. გთხოვთ Zoom-ბმულის მისაღებად მიმართოთ პროექტის მენეჯერს მზია ბარათელს:
mzia_barateli@iliauni.edu.ge
ლექციები ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით SPG-25-456 პროექტის ფარგლებში.





