კოსმოსური კვლევების ცენტრი


კოსმოსური კვლევების ცენტრი

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია

14 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „კოსმოსურ შუქურებად ქცეული ვარსკვლავები, გრავიტაციული ტალღები და სამყარო ჩვენს ირგვლივ“.
🔻 თემის მოკლე მიმოხილვა
🔹 არსებობს ვარსკვლავები, რომლებიც ნელა ქრებიან, არიან ისეთებიც, აფეთქებით რომ ასრულებენ თავიანთ გზას და სწრაფად მბრუნავ პულსარებად გადაიქცევიან.
🔹 პულსარების შესწავლა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი მოწინავე თემაა, თუმცა თვისებების გამო შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია სივრცე-დროსა და მის რხევებზე – გრავიტაციულ ტალღებზე.
🔹 2023 ზაფხულში Pulsar Timing Arays მისიებმა დაადასტურეს, რომ 2020 წლის შემოდგომაზე NANOGrav კოლაბორაციის მიერ დეტექტირებული სიგნალი მართლაც გრავიტაციული ტალღების ფონია, რომელიც გაჭოლავს კოსმოსურ სივრცეს. ამ გრავიტაციულ ტალღებს შეუძლიათ ელექტრომაგნიტური ტალღების დაკვირვებით მიუწვდომელ მოვლენათა ზუსტად აღდგენა როგორც შედარებით გვიანდელ (ასტროფიზიკური წყაროებით გენერირებული გრავიტაციული ტალღები, მაგალითად შავი ხვრელების შეჯახება), ისე ადრეულ სამყაროში (კოსმოლოგიური წყაროებით გენერირებული გრავიტაციული ტალღები, მაგალითად: ინფლაცია, ფაზური გადასვლები, კოსმოსური სიმები და სხვ.).
🔻 მომხსენებლის შესახებ
🔹 თინათინ კახნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია ასტროფიზიკის მიმართულებით. მონაწილეობს სამეცნიერო პროექტებში, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში (McWilliams Center for Cosmology, აშშ; NORDITA, შვედეთი; Pitt-PACC აშშ). პროფ.კახნიაშვილი კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული მკვლევარი პროფესორია.
🔹 იგი მუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (ICTP & SISSA, Italy, CCPP, NYU) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (Rutgers, Kansas State University, Carnegie Mellon University, Geneva University, Laurentian University).
🔻 ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
🌐 სამუშაო ენა: ქართული
📅 დრო: 14 თებერვალი, 16:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
🔹 დასწრება თავისუფალია.