7 ივლისს, 17:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თინათინ კახნიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა ადრეულ სამყაროში”.
- 28 ივნისს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (NANOGrav) მიერ პირველად დაფიქსირდა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები.
- ეს არის ისტორიული აღმოჩენა, რომელიც 15-წლიანი ძიების შედეგია.
- NANOGrav-ში გაერთიანებულია სამი რადიოობსერვატორია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებული.
- მეცნიერების აზრით, ეს გრავიტაციული ტალღები შეიძლება აღძრულიყო როგორც ზემასიური შავი ხვრელების დაჯახებით (რაც შეიძლება თან ახლდეს გალაქტიკების შერწყმას), ასევე ადრეულ სამყაროში მიმდინარე პროცესებით.
- პირველად გრავიტაციული ტალღები აღმოჩენილ იქნა 2015 წელს ლაზერული ინტერფერომეტრის ობსერვატორიის LIGO-ს მიერ, თუმცა ახლად აღმოჩენილი ტალღები ბევრად უფრო დაბალსიხშირულია და მათი დაფიქსირება უფრო რთულია, გარდა ამისა, ეს არის გრავიტაციული ტალღების სტოქასტური ფონის სიგნალი.
სამუშაო ენა: ქართული.
დრო: 7 ივლისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.





