კოსმოსური კვლევების ცენტრი


კოსმოსური კვლევების ცენტრი

პროფესორი თინათინ კახნიაშვილის მოხსენება ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა ადრეულ სამყაროში”.

7 ივლისს, 17:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თინათინ კახნიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა ადრეულ სამყაროში”.

  • 28 ივნისს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (NANOGrav) მიერ პირველად დაფიქსირდა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები.
  • ეს არის ისტორიული აღმოჩენა, რომელიც 15-წლიანი ძიების შედეგია.
  • NANOGrav-ში გაერთიანებულია სამი რადიოობსერვატორია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებული.
  • მეცნიერების აზრით, ეს გრავიტაციული ტალღები შეიძლება აღძრულიყო როგორც ზემასიური შავი ხვრელების დაჯახებით (რაც შეიძლება თან ახლდეს გალაქტიკების შერწყმას), ასევე ადრეულ სამყაროში მიმდინარე პროცესებით.
  • პირველად გრავიტაციული ტალღები აღმოჩენილ იქნა 2015 წელს ლაზერული ინტერფერომეტრის ობსერვატორიის LIGO-ს მიერ, თუმცა ახლად აღმოჩენილი ტალღები ბევრად უფრო დაბალსიხშირულია და მათი დაფიქსირება უფრო რთულია, გარდა ამისა, ეს არის გრავიტაციული ტალღების სტოქასტური ფონის სიგნალი.

სამუშაო ენა: ქართული.

დრო: 7 ივლისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.