ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო ონლაინ სემინარების ციკლი ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში. სემინარები განკუთვნილია სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის და მათი მიზანია ასტრონომიის და ასტროფიზიკის დონის ამაღლება და პოპულარიზაცია. სემინარები ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მოხსენებებს წაიკითხავენ მხოლოდ უცხოელი მეცნიერები.
პირველი სემინარი ჩატარდა 2024 წლის 2 თებერვალს. კანარიის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტის (ესპანეთი) უფროსმა მეცნიერმა, პოლ ბექმა წაიკითხა სემინარი ასტროფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების ასტეროსეისმოლოგიის შესახებ.





