კოსმოსური კვლევების ცენტრი


კოსმოსური კვლევების ცენტრი

საჯარო ლექცია “კოსმოსური მონსტრები – ზემასიური შავი ხვრელები”

შემდეგი შეხვედრა პოპულარულ ლექციათა ციკლის ფარგლებში “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” გაიმართება პარასკევს, 27 მარტს, 16:00 – 17:00 საათებში, ილიაუნის T102 დარბაზში. მოხსენებას “კოსმოსური მონსტრები – ზემასიური შავი ხვრელები” წაიკითხავს ილიაუნის პროფესორი ბიძინა კაპანაძე მოკლე მიმოხილვა: ზემასიური შავი ხვრელები (მილიონობით და მილიარდობით მზის მასის მქონე კოსმოსური ობიექტები) წარმოადგენენ სამყაროს ყველაზე ექსტრემალურ ლოკაციებს, რომლის […]

ლექცია “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში”

შემდეგი შეხვედრა პოპულარულ ლექციათა ციკლის ფარგლებში “შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო პირველი წამებიდან დღემდე და მომავალში” გაიმართება შაბათს, 21 თებერვალს, ილიაუნის G106 დარბაზში. 14:00 – 16:00 საათებში, მოხსენებას “კოსმოსური მანძილების შეფასება” წაიკითხავს პროფ. გია ჯავახიშვილი. 16:00 – 17:00 საათებში, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის დოქტორანტი მურმან გურგენიძე გააკეთებს მოხსენებას: “სამაყაროს შესწავლა გრავიტაციული ტალღებით: ნაწილი I” მათთვის, ვინც ლექციაზე მოსვლას […]

პროფესორი თინათინ კახნიაშვილის მოხსენება ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა ადრეულ სამყაროში”.

7 ივლისს, 17:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თინათინ კახნიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა ადრეულ სამყაროში”. 28 ივნისს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (NANOGrav) მიერ პირველად დაფიქსირდა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები. ეს არის ისტორიული აღმოჩენა, რომელიც 15-წლიანი ძიების შედეგია. NANOGrav-ში გაერთიანებულია სამი რადიოობსერვატორია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა […]