2024 წლის 3 მაისი,პარასკევს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში, მეცნიერი მაუსუმი დიკპატი წაიკითხავს მოხსენებას „მზის მაგნიტური ციკლი“ (The Sun’s magnetic activity cycle–Mausumi Dikpati).
მზის მაგნიტური აქტიურობის ცვალებადობა ხდება სხვადასხვა დროითი პერიოდებით. ყველაზე გამოკვეთილია 11-წლიანი ციკლი მზის ლაქების რიცხვის პერიოდული ცვლილებით. ასევე ციკლისთვის დამახასიათებელია ლაქების ეკვატორისკენ დრეიფი და პოლარული მაგნიტური სტრუქტურების პოლესებისკენ გადაადგილება, რომელიც დინამო თეორიიით აიხსნება. მზის აქტიურობაში ასევე დაიმზირება შედარებით მოკლე დროითი ცვლილებები 5 თვიდან 2 წლამდე პერიოდებით. სემინარი შეეხება აღნიშნული ციკლების მაგნიტოჰიდროდინამიკური თვისებების აღწერას, ასევე მზის მაგნიტური აქტიურობის გავლენას დედამიწაზე კოსმოსურ ამინდის საშუალებით.
მომხსენებელი: მაუსუმი დიკპატი არის High Altitude Observatory-ის (აშშ) უფროსი მეცნიერი და მზის მაგნიტური დინამოს ცნობილი ექსპერტი. მას მრავალწლიანი მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აქვს ილიას უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებთან და მკვლევარებთან.
სემინარის ბმული:https://uni-graz.zoom.us/j/6435542130?pwd=L3hiTlBIM2s3RnpLMDV1azhUUThtdz09





