შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-22-7506 გრანტის ფარგლებში, კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით, ასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა სკოლებში ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული ლექციების სერია.
მონაწილე სკოლები: ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, ვალდორფის თავისუფალი სკოლა, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, მწვანე სკოლა დიღომში, წყალტუბოს გიმნაზია და ყუმისთავის საჯარო სკოლა, ყვარლის რაიონის ახალსოფლის მე-2 საჯარო სკოლა და ა.შ.





