კოსმოსური კვლევების ცენტრი


კოსმოსური კვლევების ცენტრი

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ ᲣᲤᲠᲝᲡᲙᲚᲐᲡᲔᲚᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ „ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲣᲠᲘ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 20-21 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართავს საგანმანათლებლო ფორუმს „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“  და აცხადებს კონკურსს უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის.

დედამიწის დღე, რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, https://www.earthday.org/earth-day-2024/, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.

კონკურსის მიზანია კლიმატის ცვლილების მიზეზებისა და შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შერჩეული მონაწილეები ფორუმზე გამართავენ პრეზენტაციებს, გამარჯვებულებს დააჯილდოებს კომპეტენტური კომისია.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

უფროსკლასელ (X-XII კლასები) მოსწავლეებს, ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს შეუძლიათ აირჩიონ ფორუმის თემატიკასთან დაკავშირებული თემები და მოამზადონ მოხსენების/პრეზენტაციის აბსტრაქტი (მოკლე შინაარსი):

  • აბსტრაქტში მითითებული უნდა იყოს მოხსენების სათაური, მომხსენებელი/მომხსენებლები (არაუმეტეს სამისა), სკოლა, მომხსენებლის საკონტაქტო ინფორმაცია (e-mail);
  • აბსტრაქტის რეკომენდებული მოცულობა – 250-500 სიტყვა;
  • ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს Word ფაილის სახით;
  • ტექსტი არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს (პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე/ები მოიხსნება კონკურსიდან).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აბსტარქტი 18-დან 31 მარტის ჩათვლით  უნდა გაგზავნონელფოსტაზე:    climateforum@iliauni.edu.ge     

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ონლაინ გაიმართება კონსულტაციები.

ავტორებმა, რომელთა მიერ შემოთავაზებული მოხსენებები შეესაბამება ფორუმის თემატიკას, პრეზენტაცია სრულად უნდა წარმოადგინონ ფორუმის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე.

ფორუმის კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზენტაციის ფორუმის პროგრამაში (პოსტერის ან ზეპირი მოხსენების სახით) ჩართვის შესახებ. ამის შესახებ ეცნობება ავტორს/ავტორებს.