12 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“ პრემიერა.
დოკუმენტური ფილმი გადაღებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოში მიმდინარე მზის კვლევებს, ქართველი ასტორიფიზიკოსების აღმოჩენებსა და მიღწევებს.
ფილმის ავტორია ნინო ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით.





